პროექტის სახელწოდება – ინტელექტუალური შეჯიბრი VIII კლასის მოსწავლეებს შორის:
,,ხელოვნებაა თავად
უკვდავება”
პროექტის მთავარი იდეა – ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები უფრო მეტ ცოდნას შეიძენენ
სხვადასხვა ეპოქის ხელოვნებაზე და გამოიკვლევენ რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები _
ა) მოსწავლეების
დაინტერესება ხელოვნების ისტორიის შესწავლით.
ბ) შესძლონ შემოქმედებითი
უნარების განვითარება ნამუშევრის წარდგენისას.
გ) განუვითარდეთ
ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვება და მათი ანალიზის უნარი.
დ) თვითშეფასების
უნარისა და საღი კონკურენციის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი -- 13-14 წელი.
ვადები
(ხანგრძლივობა) – 4-5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან საღი კონკურენციის უნარ-ჩვევებს, საკუთარი აზრის გამოთქმის, მსჯელობის უნარს, განავითარებენ შემეცნებით უნარებს.Gგუნდი ,,ვარსკვლავი”
და გუნდი ,,ჭკვიანები”
თავიანთი კაპიტნებით შეეცდებიან ისწრაფონ გამარჯვებისაკენ. შეჯიბრში ჩართულები არიან მხატვრები,
დიზაინერები, მოხდება ქართველი და უცხოელი რეპროდუქციების გაცოცხლება. გუნდი
,,ვარსკვლავი” გააცოცხლებს დიმიტრი ერისთავის ,,იების გამყიდველის”, ხოლო გუნდი ,,ჭკვიანები” იან ვერბეერის
,,გოგონა მარგალიტის საყურით”.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეები კარგად
იცნობენ ინტელექტუალური შეჯიბრების
საკითხებს.
აქვთ
ინფორმაციის მოძიების გამოცდილება.
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები: VIII კლასის ხელოვნების სახელმძღვანელო (ავტორები ნ. კუნჭულია,
მ. მეხაშიშვილი,
ნ. მიქაბერიძე)
მხატვართა რეპროდუქციები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, შეჯიბრებისათვის საჭირო მასალა (ბარათები,
კითხვარები) სახატავი მოწყობილობა, დიზაინერების საკუთერი ჩანაფიქრის გასაცოცხლებლად საჭირო საგნები, დიმიტრი ერისთავის სურათი
,,იების გამყიდველი”, ია ნვერბეერის ,,გოგონა მარგალიტის საყურით”
სასწავლო პროექტის მსვლელობა
საფეხური
I
აქტივობა
1. რა
იციან უძველესი ხელოვნებიდან ანტიკურ ხელოვნებამდე (მოსწავლეები განიხილავენ
ორი უდიდესი პერიოდული ხელოვნების
თავისებურებებს, ნიმუშებს) მოსწავლეებს შევაფასებ, რომ ინტელექტუალური შეჯიბრი უკეთ წარმოადგენს მათ შესაძლებლობებს.
საფეხური
II
აქტივობა
2. ვატარებ მოსამზადებელ სამუშაოს. მოსწავლეებს ვაინტერესებ უძველესი ხელოვნების ეპოქური ნიმუშებით, რათა განუვითარდეთ ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვების უნარი, კარგად გაიაზრონ ანტიკურ პერიოდში ქართული ხელოვნების მიმართება ანტიკური კულტურისადმი. აღნიშნულს ეძიებენ ინტერნეტით.
აქტივობა
3. მოსწავლეები მუშაობენ გუნდური პრინციპით, განაწილებული აქვთ საკითხები. გუნდში
10-10 მოსწავლეა, ჰყავთ კაპიტანი, მხატვარი, დიზაინერი,
სურათის პერსონაჟები.
საფეხური
III
აქტივობა
4. ტარდება შეჯიბრება:
დარბაზში მონაწილე მოსწავლეები განაწილებული არიან სხვადასხვა მხარეს, არიან ფორმირებულები, აქვთ ემბლემა.
ჟიურის შემადგენლობა: თავმჯდომარე – სკოლის დირექტირი-
მ. ჯაფარიძე,
სასწავლო ნაწილის გამგე –
ფ. სიორიძე,
მოწვეული მხატვრები – ნ. ყალიჩავა, ნ. ჭელიძე მასწავლებელი მ. თოთიბაძე.
ობიექტურად აფასებენ მოსწალეთ აპასუხებს.
მხატვრები: ქ. ჯაფარიძე და ა. ერქომაიშვილი მუშაობენ თავისუფალ თემაზე, დიზაინერები: ა. მჟავანაძე და მ. ცხომელიძე იღწვია ნთავიანთი ჩანაფიქრის გასახორციელებლად. სურათის ცოცხალი პერსონაჟები მზადყოფნაშია. კაპიტნები პაექრობენ.
აქტივობა
5. შეჯიბრი ჩატარდა მაღალ ინტელექტუალურ დონეზე VIII1 და VIII2 კლასის მოსწავლეების შემადგენლობით.
ჟიურის მიერ დაწესებულ ნომინაცვიებში გაიმარჯვეს:
1.
საუკეთესო გუნდი - ,,ვარსკვლავები”
2.
საუკეთესო მოთამაშე - რეზო სარიშვილი
3.
საუკეთესო კაპიტანი - რეზო ურუშაძე
4.
საუკეთესო მხატვერი - ალინა ერქომაიშვილი
5.
საუკეთესო დიზაინერი - ანანო მჟავანაძე
6.
საუკეთესო გაცოცხლებული სურათი - ,,გოგონა მარგალიტის საყურით” - ანი კაშია
საფეხური
IV
აქტივობა
6. მოსწავლეები მსჯელობენ მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ხარობენ საკუთარი წარმატებით, აკეთებენ დასკვნებს, იღებენ სამახსოვრო ფოტოებს. ღონისძიებაზე ინფორმაცია გავიდა ტელეკომპანია ,,გურიას” ეთერში მასწავლებელ იზ. სიხარულიძის ინტერვიუთი. ღონისძიებაზე მასალები და ფოტოები დევს სკოლის ვებ- გვერდზე.
პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა სიხარულიძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: sixarulidzeizolda@gmail.com